რეგიონი
პრემიერ-მინისტრის შემდეგ გამგებლები და მერები გუბერნატორმა გააფრთხილა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. გუბერნატორმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დასუფთავების კუთხით არსებულ ვითარებასა და მუნიციპალურ ტენდერებზე ისაუბრა.

მხარის რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მოუწოდა ტენდერების საკითხი პირად კონტროლზე აიყვანონ. შონიას განცხადებით, დაუშვებელია, სახელმწიფოს მიერ გადახდილი ფულით კომპანიები ახორცილებდნენ პროექტს და დასაქმებულ ადამიანებს ხელფასს დროულად არ უხდიდნენ.

ამ საკითხზე ნუ იქნებით ლოიალურები. პირადად თქვენს კონტროლზე აიყვანეთ და პირადად გაუწიეთ მონიტორინგი თითოეულ კომპანიას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ყველა გადაცილებულ დღეზე გქონდეთ მკაცრი რეაგირება... მაქსიმალურად ეცადეთ ეს მანკიერი ფაქტები დროულად აღმოიფხვრას“, - განაცხადა გუბერნატორმა.

გუბერნატორმა მერებისგან და გამგებლებისგან მუნიციპალიტეტებში პროექტების განხორციელების მიმდინარეობაზე მიიღო ინფორმაცია.


ამავე თემაზე: 

პრემიერი ტენდერებთან დაკავშირებით გამგებლებს აფრთხილებს
Print