რეგიონი
სახლების მშენებლობაზე ოჯახების ანკეტირება დაიწყო
უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად შექმნილმა კომისიამ ოჯახების ანკეტირების პროცესი დაიწყო. შემოსული განცხადებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანმა, ჯგუფთან ერთად, ინგირის, ოირემეს, ახალაბასთუმანისა და დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულებში გადაამოწმა.

გამგეობის ინფორმაციით, შემდეგ ეტაპზე კომისია ანკეტირების შედეგებს შეაჯამებს და პრიორიტეტულ ოჯახებს გამოავლენს. კომისიამ განსახილველად 175 განცხადება მიიღო.

ცნობისთვის, უსახლკაროებისა და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონეთათვის პირველ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით 25 სახლის მშენებლობა იგეგმება.
Print