რეგიონი
აფხაზი ეკოლოგები: მავნებლებს სრულად ვერ გავანადგურებთ
კრასნოდარის მხარიდან მოსალოდენლია ახალი მავნებელი მწერების გავრცელება. ამის შესახებ აფხაზმა გარემოსდამცველებმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გადნაცხადეს.

დე ფაქტო აფხაზეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა ვლადიმერ გერიამ და ეკოლოგიის და ბუნების დაცვის „სახელმწიფო კომიტეტის“ ხელმძღვანელმა საველი ჭითანავამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აფხაზეთში გავრცელებული მავნებელი მწერების: აზიური ფაროსანას, ბზის ალურასა და ცხვირგრძელას შესახებ ისაუბრეს.

გერიას ცნობით, ბზის გადარჩენა მხოლოდ იმ ადგილებში მოხერხდა, სადაც ტექნიკამ მიაღწია.

"იმედი მაქვს, რომ აფხაზეთში ბზის ალურას ბუნებრივი მტრები გამოუჩნდება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება. მაისის პირველ დეკადაში გამოჩნდებიან პირველი პეპლები და ჩვენ ვნახავთ, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა, ბზის ალურას წინააღმდეგ მიმართული ზომები", - თქვა გერიამ.

მისივე განმარტებით, პალმის მავნებელი მწერის, გრძელცხვირას წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება მხოლოდ დაზიანების ვიზულაური ნიშნების გამოჩენის შემდეგ არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, პალმის გადარჩენა შეუძლებელია და მიზანშეწონილია მისი დაწვა, რაც გვერდით მდგომ პალმებს გადაარჩენს.

გერიას განცხადებით, ყველაზე დიდ ზიანს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს აზიური ფაროსანა აყენებს. მისი თქმით, „ის აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზეა გავრცელებული და მასთან ბრძოლა, იგივეა, რაც ბუზებთან ბრძოლა“.

აფხაზი სპეციალისტის განცხადებით, აზიური ფაროსანა წინააღმდეგ ღონისძიებებს მხოლოდ იქ ატარებენ, სადაც მავნებლის ყველაზე დიდი კერები არსებობს. გერიას განმარტებით, აფხაზეთში გაურკვეველი მიზეზების გამო შემცირდა, მავნებლის ბუნებრივი მტრების, ბეღურებისა და მერცხლების რაოდენობა, რამაც მავნებლების გავრცელებას შეუწყო ხელი.

გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, აფხაზი ეკოლოგები ვერ შეძლებენ მავნებელი მწერების სამივე სახის სრულად განადგურებას.

შესაბამისი სამსახურების ეფექტური მუშაობის შემთხვევაში, მხოლოდ მათი რაოდენობის შემცირება და მავნებლების სიცოცხლისუნარიანობის მინიმუმადე დაყვანა იქნება შესაძლებელი.

თავის მხრივ, საველ ჭითანავამ ახალ საშიშროებაზე ისაუბრა, რომელიც აფხაზეთის ეკოსისტემას ემუქრება.

"კრასნოდარის მხარის შავი ზღვისპირეთის სანაპიროზე აღმოჩენილია მანამდე რეგიონში დაურეგისტრირებელი 20 - მდე სახეობა. დღევანდელ ეპოქაში - ეს ნორმალური მოვლენაა. ევროპაში ახალი მავნებლების სიას მუდმივად ანახლებენ. კრადნოსდარის მხარეში აფხაზეთის ეკო სისტმისთვის საშიში მავნებლებიდან უნდა გამოიყოს ევკალიპტის სამი მავნებელი, და თითო - თითო სახეობა, რომელიც მიმოზას და ცხენისწაბლას აზიანებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსი კოლეგების საკარანტინო სამსახურები არ იყვნენ მზად მსგავსი გამოწვევებისთვის“
,- თქვა მან.

მისივე განმარტებით, აფხაზეთის გარესმოდაცვითი სამსახურების მიერ მავნებლების წინააღმდეგ მიმართული შემდეგი ღონისძიებები იგეგმება: დაზიანების კერების დეზინსექცია, ფერომონების გამოყენება და კოლხური ბზის სანაშენე თესლის შესანახი ლაბორატორიის მოწყობა.


Print