რეგიონი
GEM FEST გინესის რეკორდსმენი გახდება
ზაფხულში Gem Fest 2017 ერთი თვე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფესტივალი 8 სცენაზე 500-ზე მეტ არტისტს და ათი ათასობით მსმენელს უმასპინძლებს. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ეს მსოფლიო რეკორდია, რასაც GUINESS-ის რეკორდების წიგნის კომისია დააფიქსირებს და GEM FEST მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი და მრავალშემსრულებლიანი მუსიკალური ფესტივალი გახდება.

ანაკლია- განმუხურს მსოფლიო დონის დიჯეები ეწვევიან. მათ შორისაა DJ Mag 2016 -ის ვერსიით წლის საუკეთესო შემსრულებელი, ნიდერლანდელი Martin Garrix, რომელიც ფესტივალზე 21 ივლისს დაუკრავს. გამომსვლელთა შორის ასევე იქნება Forbes-ის ვერსიით ერთ- ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი შემსულებელი - Steve Aoki. 

GEM Fest 2017 ანაკლიაში პირველად 2015 წელს ჩატარდა. ფესტივალი ,,Check in Georgia-ს" ფარგლებში იმართება და წელს 14 ივლისს დაიწყება.

ამავე თემაზე:

GemFest 2017-ის ჰედლაინერებს შორის წლის საუკეთესო დიჯეები დაანონსდა
Print