რეგიონი
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას 78 წლის იუბილე აღნიშნეს (ვიდეო)
ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის დეკანოზმა მამა მალხაზ ჭანტურიამ კი პარაკლისი აღავლინა.

სამეგრელო ზემო სავნეთის გუბერნატორის ლევან შონიამ გამსახურდიას ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა რომ, მას ქვეყნის გათავისუფლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

„დღეს მას 78 წელი შეუსრულდებოდა ვულოცავ მის ოჯახს, მეგობრებს და თანამბერძოლებს. ორი დღის წინ ევროპისკენ გზა გავიკვალეთ, ვფიქრობ, რომ ამის სათავეში პირველი პრეზიდენტი იდგა“, -განაცხდა ლევან შონიამ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. მისი ნეშთი მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.

Print