რეგიონი
მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღე ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე მოქალაქეებმა აქციით აღნიშნეს. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მათ აქციაზე საკუთარი ძაღლები ჰყავდათ მოყვანილი.

ჩვენ გვინდა გავაგებინოთ მუნიციპალიტეტს, რომ აუცილებელია ქალაქში არსებობდეს ძაღლთა თავშესაფარი. ძაღლებსაც გააჩნიათ მათი უფლებები და ვალდებულები ვართ, დავიცვათ ისინი“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეგნატე შამუგიამ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მიხედოს მიუსაფარ ძაღლებს და არ გადაიყვანოს ისინი სასაკლაოზე. ჩვენ მუდმივად ვუერთდებით მსგავს აქციებს და ვიცავთ მიუსაფარ ცხოველებს“, - აღნიშნა „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენელმა ემზარ კვარაცხელიამ.

ცნობისთვის, მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღე მსოფლიოში 2011 წლიდან აღინიშნება. 

ამავე თემაზე:

ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლების ბათუმში გადაყვანა გააპროტესტეს (ვიდეო)

მიუსაფარი ცხოველების დაცვის დღე ზუგდიდშიც აღნიშნეს



Print