სპორტი
შვიდკაცა რაგბიში სამეგრელოს ღია ჩემპიონატი მიმდინარეობს (ვიდეო)
ფოთის სარაგბო ბაზაზე დაიწყო სამეგრელოს ღია ჩემპიონატი ლელოსა და შვიდკაცა რაგბიში. შეჯიბრში ფოთის, ზუგდიდის, აბაშის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, სენაკის, ხობის, მარტვილის, ჩოხატაურისა და ხონის გუნდები მონაწილეობენ.

შეხვედრები 12 აპრილს - აბაშაში, 19 აპრილს - ჩოხატაურში, 15 აპრილს - სენაკში, 26 აპრილს - წალენჯიხაში, 3 მაისს - მარტვილში, 10 მაისს - ხობში, 17 მაისს - ჩხოროწყუში და 24 მაისს ზუგდიდში ჩატარდება. ფინალური შეხვედრა კი 28 მაისს 15 საათზე ფოთის რაგბის სტადიონზე გაიმართება.

სპორტული ღონისძიების გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ქალაქის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ლელოს ფედერაციის პრეზიდენტთან, რაგბის ფედერაციის წარმომადგენლებთან და ვეტერან რაგბისტებთან ერთად დაესწრო.

ჩემპიონატი საქართველოს ლელოს ფედერაციისა და სამეგრელოს რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ტარდება.

Print