რეგიონი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა წელს დაიწყება (ვიდეო)
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისა და ჟურნალ „ანაკლიას“ პრეზენტაცია დღეს ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედისაა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის შესახებ შეკრებილებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლები ესაუბრნენ.

კონსორციუმის ფინანსური დირექტორის ზურაბ ფიჩხაიას თქმით, საინჟინრო კვლევები უკვე დასრულებულია და პორტის გენერალური განვითარების გეგმ ცენტრალურ მთავრობას დსამტკიცებლად წარედგინა.

"წლის ბოლომდე დარჩენილია რამდენიმე კვლევა და სახელმწიფოდან მიწის გადმოცემის პროცესი. აღნიშნული პროცედურების დასრულებისთანავე, დაიწყება მშენებლობა და ეს წელს მოხდება",- განაცხადა ზურაბ ფიჩხაიამ.

პორტის მნიშვნელობაზე სამგერელო -ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშენებლობაზე დასაქმდება ათასობით ადამიანი და რეგიონს ბევრი ახალგაზრდა დაუბრუნდება.

რაც შეეხება ჟურნალ "ანაკლიას", ის 2016 წლის ზაფხულიდან გამოიცემა. ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული თემების გარდა, მასში სოციალურ, ეკონომუკურ და კულტურულ თემებზე მომზადებულ მასალებს წაიკითხავთ.

ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება. პროცესი სულ 9 ფაზას მოიცავს. პორტის გამტარუნარიანობა, რომელიც 400 ჰექტარ ფართობზე შენდება, წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Print