რეგიონი
რიყეში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ (ვიდეო)
რუსი სამხედროების მიერ სოფელ რიყეში, მდინარე ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული არჩიკო და პაატა როგავები ნაცემები არიან - ამის შესახებ რადიო „ათინათს დაკავებულების ოჯახის წევრმა უთხრეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან შველას ითხოვენ.

„მამაჩემის დავალებით დარეკეს მეზობელთან და უთხრეს, რომ ნაცემები არიან. არც წყალს აძლევენ და არც საჭმელს... ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია და დახმარებას ხელისუფლებას ვთხოვთ
“, - თქვა დაკავებულის შვილმა თინათინ როგავამ.

მათივე ცნობით, ოჯახს მოგვიანებით პაატა როგავაც დაუკავშირდა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიწოდება ითხოვა.

თინათინ როგავა ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები არა სათევზაოდ, არამედ მეზობლის თხილნარში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ცხენი გაექცათ. ისინი ცხენს გაედევნენ, თუმცა გადაკვეთეს თუ არა მათ ე.წ. საზღვარი და სად დააკავეს მამა-შვილი ოჯახისთვის უცნობია.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მცხოვრებლები - მამა-შვილი როგავები, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ დააკავეს.

Print