რეგიონი
ჩხოროწყუელები ქალაქის სტატუსს ითხოვენ
ჩხოროწყუს კულტურის სახლში გამგებელმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობასთან დაბისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. პარალელურად, ჩხოროწყუში შესაბამისი მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. გამგებლის დავით გოგუას ცნობით, საკითხს საკრებულოს მომავალ თვეს მიაწვდიან. მას შემდეგ კი, რაც საკრებულო ჩხოროწყუსთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების საკითხს მოიწონებს, ხელმოწერებს და სხვა დოკომენტაციას საქართველოს ინფრასტუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარუდგენენ.

ჩხოროწყუს უნდა ჰქონდეს ქალაქის სტატუსი, რადგან კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ინფრასტრუქტურულადაც და მოსახლეობის რაოდენობის მხრივაც აკმაყოფილებს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გოგუამ.

ცნობისთვის, გამგეობაში დაბისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების შესახებ ინიციატივა ჩხოროწყუს მოსახლეობისა და მრჩეველთა საბჭოს ეკუთვნის. გამგებლის თქმით, ჩხოროწყუ ერთადერთი მუნიციპალიტეტია რეგიონში, რომელსაც დაბის სტატუსი აქვს. გოგუამ განმარტა, რომ საუბარია მხოლოდ ქალაქის და არა თვითმმართველი ქალაქის სტატუსზე.


ამავე თემაზე:

ჩხოროწყუს გამგებელი: ჩხოროწყუს ქალაქის სტატუსი უნდა მიენიჭოს
Print