რეგიონი
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს (ვიდეო)
ზუგდიდში სტუდენტებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის დეკანოზმა მამა მალხაზ ჭანტურიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვებმა კი "შავლეგო" იმღერეს.

"ამ გმირების თავდადებამ მოიტანა საქართველო დამოუკიდებლობა. ასეთი გმირების ხსოვნაზე დგას ქვეყნის მომავალი"
, - აღნიშნა ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ.

9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 28 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით 1989 წლის 4 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მიერ სასტიკი დარბევით დასრულდა. დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ათასობით ადამიანი დაშავდა.

Print