რეგიონი
გამაფრთხილებელი აქცია ენგურის ხიდზე (ვიდეო)
სოფელ რიყეში, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მამა-შვილის როგავების ოჯახის წევრებმა ენგურის ცენტრალურ ხიდზე გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლით იმუქრებიან და მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ.

"მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, არ ვიცით რა პირობებში იმყოფებიან... ხვალამდე ვაძლევთ დროს შესაბამის უწყებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველანი - ბავშვები, ქალები გადავალთ აფხაზეთში და თუ იქ დაგვხოცეს, ეს საქართველოს ხელისუფლების სინდისზე იყოს"
, - თქვეს დაკავებულის ოჯახის წევრებმა.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არჩიკო და პაატა როგავები 5 აპრილს დააკავეს.

Print