რეგიონი
პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის, 4 ქალი. გიორგი მარგველაშვილმა შესაბამის განკარგულებას დღეს მოაწერა ხელი.

შეწყალებულთაგან 62 მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 29 მსჯავრდებულს კი, შეფარდებული სასჯელი სხვადასხვა შეუმცირდება ფორმით.

აღნიშნული ინფორმაცია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ გააცნო.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

Print