რეგიონი
რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახი დახმარების მოლოდინში (ვიდეო)
ზუგდიდის სოფელ რიყეში, აფხაზეთის ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული მამა-შვილის არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები დილიდან ენგურის ხიდზე იმყოფებიან. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ცნობების მიწოდებასა და დროულ რეაგირებას ითხოვენ. მათ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია მამა-შვილის ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„გვითხრან ზუსტად, სად და რა პირობებში არიან ჩვენები. რასაც ამბობენ, იმისიც აღარ გვჯერა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ დაკავებულების ოჯახის წევრმა თინათინ როგავამ.მათივე ცნობით, ოჯახს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები აღნიშნულ საქმეზე  სასამართლო პროცესის შემდეგ დაიწყება., რომელიც 21 აპრილსაა დანიშნული. 

როგავების თქმით, ისინი ენგურის ხიდზე მანამ იქნებიან, სანამ დაკავებულების მდგომარეობის შესახებ ზუსტ ცნობებს არ მიიღებენ.

ცნობისთვის, ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არჩიკო და პაატა როგავები 5 აპრილს დააკავეს.


ამავე თემაზე:

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახის წევრები აქციებს იწყებენ

რიყეში დაკავებულების ოჯახი საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს (ვიდეო)

რიყეში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ (ვიდეო)
Print