რეგიონი
პოლიციასთან ურთიერთობა - შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ,,თანასწორობის მოძრაობამ’’ თემაზე ,,რა უნდა ვიცოდეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს’’ შეხვედრა გამართა.
მისი მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ადმინისტაციული დაკავების, ნარკოტესტირებაზე გადაყვანის და დაკითხვის დროს.

ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის მენეჯერი ემზარ კვარაცხელია ამბობს, რომ ყველამ უნდა იცოდეს, თუ რა უფლებები და ვალდებულებები გააჩნია პოლიციას და როგორ უნდა დაიცვას მოქალაქემ საკუთარი უფლებები, როდესაც პოლიცია კანონს არღვევს.

"საქართველოს მსგავს პოლიციზირებულ ქვეყანაში, სადაც ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები, აუცილებელია ასეთი შეხვედრების გამართვა, რათა ადამიანებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია საკუთარ უფლებებზე,’’- აღნიშნა შეხვედრის მონაწილემ ვეფხვია საბეკიამ.

,,თანასწორობის მოძრაობა’’ მსგავსი შეხვედრების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.

Print