რეგიონი
GLC-ის სკოლის საქველმოქმედო აქცია (ვიდეო)
საქართველოს სასწავლო ცენტრ GLC-ის ზუგდიდის განყოფილების მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო აქცია გამართეს. მათ მრავალშვილიან ოჯახებს სურსათი, ტანსაცმელი, წიგნები და სათამაშოები გადასცეს.

ისტორიის მასწავლებელი თეა ლაშხია ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოსწავლეები თავიანთი ინიციატივით მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარებიან. მისი თქმით, ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო აქცია მომავალშიც გაგრძელდება.
Print