რეგიონი
დედა ენის დღე ზუგდიდში (ვიდეო)
დღეს ზუგდიდში, იაკობ გოგებაშვილის ძეგლთან ქართული ენის დაცვის დღე აღნიშნეს. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა ქართული ენის შესახებ ლექსები წაიკითხეს. „დედა ენის“ ავტორის ბიუსტი გვირგვინებით ადგილობრივი ხელისუფლების - ქალაქის მერიისა და ზუგდიდის გამგეობის წარმომადგენლებმა შეამკეს.

„ჩვენს ენას უნდა ვცეთ პატივი და დავაფასოთ. ჩვენი მოვალეობა სწორედ ქართულად მეტყველებაა“, - აღნიშნა მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა ზამირა ღადუამ.

24 წლის წინ საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში მთავარ ენად რუსული გამოეცხადებინა. 1978 წლის 14 აპრილს მასობრივმა საპროტესტო აქციამ სტუდენტების, ქართული ინტელიგენციისა და საზოგადოების სხვა წევრების მონაწილეობით, მოსკოვი აიძულა, სახელმწიფო ენად ისევ ქართული დაეტოვებინა.

მას შემდეგ ქართული ენის დაცვის დღე ყოველწლიურად 14 აპრილს აღინიშნება.



Print