რეგიონი
„ევროპული საქართველოს“ შეხვედრა თვითმმართველობის საკითხებზე (ვიდეო)
პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. მათ მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, თვითმმართველობის მოსალოდნელი რეფორმა დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკმაოდ წონადი არგუმენტები მოიყვანეს იმის სასარგებლოდ, რომ ზუგდიდს დარჩეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. თვითმმართველობა ნიშნავს, რომ მმართველობა უნდა იყოს ხალხთან ახლოს. ახალი შესაძლო კანონპროექტის მიხედვით კი ეს ასე არ იქნება“, - განაცხადა ლაშა დამენიამ.

აღნიშნულ საკითხზე მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების აუცილებლობაზე პარტიის კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი ღურწკაიამ გაამახვილა ყურადღება.

არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, აქტიური განხილვების ფონზე შეგვიძლია შევაჯეროთ საერთო პოზიცია,თუ რა იქნება უკეთესო ჩვენი ქალქისთვის და ქვეყნისთვის. შემდეგ კი ეს პოზიცია გახმოვანდება პარლამენტში“, - უთხრა ჟურნალისტებს ღურწკაიამ.

„საუნჯე“ ერთ-ერთია იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის, ვინც ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ 7 თვითმმართელ ქალაქს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი არ გააუქმონ. მისი წარმომადგენლის ეგნატე შამუგიას თქმით, მოსალოდნელ რეფორმაზე "საუნჯემ" ამ ეტაპზე ზოგადი ხედვა წარმოადგინა, რადგან სამინისტროს ჯერ კიდევ არ აქვს წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი.

ვფიქრობთ, რომ ამ რეფორმას ზუგდიდელი საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოყვება, რადგან ზუგდიდელებს სურთ, რომ ზუგდიდი იყოს თვითმმართველი ქალაქი, ჰქონდეს საკუთარი ბიუჯეტი და საკუთარი არჩევითი თვითმმართველობის ორგანოები, რათა ისინი უფრო ეფექტურად ჩაერთონ საკუთარი საცხოვრებელი გარემოს შექმნაში“, - თქვა შამუგიამ.

ცნობისთვის, მთავრობა თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც 7 თვითთმმართველ ქალაქს სტატუსი გაუუქმდება.  ბოლოს თვითმმართველობის რეფორმა ქვეყანაში 2017 წელს განხორციელდა, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტები გაიყო და ახალი თვითმმართველი ქალაქები შეიქმნა. 


ამავე თემაზე:

ზუგდიდელი დეპუტატების მოსაზრებები მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანებაზე

ზუგდიდში მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)

ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ (ვიდეო)

TI - თვითმმართველი ქალაქების გაუქმება ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება (ვიდეო)

რეგიონული განვითარების სამინისტრო მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობოები ხელისუფლებას: დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულების გაუქმება




Print