რეგიონი
შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული ს.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, "აკ 74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

Print