რეგიონი
სენაკში გაზის ფასი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა
სენაკში, მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, ბუნებრივი აირის ტარიფი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. აბონენტებს უკვე დაეგზავნათ შეტყობინებები იმის შესახებ, რომ 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი კვლავ 48 თეთრია.

,,გასკო პლიუსის თვითნებურ გადაწყვეტილებას მოსახლეობის, თვითმართველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს პროტესტი მოჰყვა, რამაც შედეგი გამოიღო. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით აღნიშნულ სამინისტროს", - აღნიშნა რადიო ,,ათინათთან’’ საუბრისას სენაკის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ლაშქარავამ.

შეგახსენებთ, კერძო კომპანია გასკო პლიუსმა გასულ კვირას მიიღო გადაწყვეტილება სენაკის აბონენტებისთვის ტარიფი 20 თეთრით გაეძვირებინა. თუმცა, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული არ იყო არც სემეკი და არც ენერგეტიკის სამინისტრო.

ამავე თემაზე:

სენაკელებს გაზის ტარიფი გაუძვირდათ (ვიდეო)
Print