რეგიონი
ნოქალაქევის ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი იწყება
კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი ცენტრის, ერისთავ ქუჯის რეზიდენციისა და ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯი - არქეოპოლისის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება.

ნოქალაქევის ისტორიული ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს დღეს დღეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და მისი მოადგილეები დაათვალიერებენ.

არქეოპოლისის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო, მე-2 ეტაპზე ქვედა ნაქალაქარის ყველა სეგმენტისა და სრული კონვერსაციაა დაგეგმილი. 2018 წელს კი ტერიტორიაზე ინფრასტუქტურა მოწესრიგდება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება ახალი სამუზეუმო სივრცე და მოეწყობა ექსპოზიცია.

დღესვე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სქურის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებენ. სქურის ფერისცვალების ტაძრის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო.


Print