რეგიონი
გალის მოსახლეობას მიწის დასამუშავებლად თანხა გამოუყვეს
გალის რაიონში სახნავი სამუშაოები გრძელდება, რომლებიც „რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდება“. ამის შესახებ „აფსნიპრესს“ გალის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ხელმძღვანელმა თამაზ ცვიჟბამ განუცხდა. მისი თქმით, 2-3 დღის განმავლობაში 20 ჰექტარი მიწის ფართობი მოიხნა.

„საერთო ჯამში, დაგეგმილია 510 ჰექტარი მიწის ფართობის დამუშავება. პირველ რიგში, დავეხმარებით შეჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. მინდა აღვნიშნო, რომ ერთ ოჯახზე გამყოფილი თანხა, 0,5 - დან 1 ჰექტარამდე მიწის მოხვნის საშუალებას იძლევა“, - თქვა ცვიჟბამ.

ამავე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისთვის, გალის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს  საჭირო რაოდენობის სწავავი წინასწარ გადაეცემა, ხოლო ხელფასს, მუშები თვის ბოლოს მიიღებენ.

Print