რეგიონი
რაიონულმა პროკურატურამ ახალგაზრდებს საგზაო უსაფრთხოებაზე ტრენინგი ჩაუტარა (ვიდეო)
ზუგდიდში მაღალი კლასების მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდათ. ღონისძიება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით გაიმართა. მისი მიზანი იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია. გარდა ამისა, შეხვედრაზე გახშირებულ საგზაო შემთხვევებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე იმსჯელეს. ღონისძიებას სამართალდამცავები, ინსტრუქტორები და რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ზოგიერთმა იცის თეორია, მაგრამ მას პრაქტიკაში ვერ იყენებს. დღევანდელი შეხვედრა სწორედ იმას ემსახურება, რომ მათ თეორიის პრაქტიკაში სწორად გამოყენება ვასწავლოთ, რათა შემცირდეს უბედური შემთხვევები “, - აღნიშნა ლევან სალიამ.

შპს „იმედის“ ავტოსკოლის დირექტორის ზურაბ გულორდავას განმარტებით, ახალგაზრდების უმრავლესობა საგზაო ნიშნებს არ სწავლობს, მხოლოდ იზეპირებს, რაც შემდგომ გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი ხდება.

Print