რეგიონი
ნარაზენის მაჟორიტარი გზის რეაბილიტაციას ითხოვს (ვიდეო)
სოფელ ნარაზენის მაჟორიტარი დეპუტატი ლაშა თოდუა გზის რეაბილიტაციას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა და თავმჯდომარეს საკითხით დაინტერესება სთხოვა.

ლაშა თოდუას თქმით, სოფლის საავტომობილო გზა თუ დროულად არ მოწესრიგდება მოსახლეობა აქციებით იმუქრება. დეპუტატის განმარტებით, გზებთან დაკავშირებული პრობლემა წლებია არსებობს, თუმცა ის საგრძნობლად მას შემდეგ გაუარესდა, რაც აზერბაიჯანულმა კომპანიამ, რომელიც ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემას აწესრიგებს, მდინარე ჭანისწყალიდან ინერტული მასალის მოპოვება და მისი ქალაქში მძიმე ტექნიკით გადატანა დაიწყო.

„გზის საფარის გარდა დაზიანდა წყლის მილები, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის. მოსახლეობა უკმაყოფილოა, გზის გადაკეტვასა და საპროტესტო აქციებს აპირებდა, მხოლოდ ჩემი თხოვნით გაჩერდნენ. თუ კიდევ დააპირებენ, მე იძულებული გავხდები, რომ მათ გვერდით დავდგე. გთხოვთ, სანამ გამწვავდება სიტუაცია, მიხედეთ“, - აღნიშნა დეპუტატმა სხდომაზე.

საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებლის მოადგილე მას ამ პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ. მაიზერ ნანავას თქმით, ის უახლოეს მომავალში, ადგილობრივ თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან ერთად, კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ გზის საფარის რეაბილიტაციას მოსთხოვს.






Print