რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 4,4 მილიონი ლარით გაიზარდა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 4 მილიონ 360 ათასამდე ლარით გაიზარდა.
ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების რეაბილიტაციას 1,534.2 ათასი - ლარი, ხოლო წყალმომარაგების ქსელის მოწყობას 688.4 ათასი ლარი მოხმარდება. 600 ათას ლარზე მეტი რუხში, თავისუფალი ზონის ტერიტორიის მოსაწყობად გამოიყო, კორცხელში, ჭკადუაშთან დამაკავშირებელი ხიდის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი კი 97 ათასი ლარით დაფინანსდება.

აღნიშნული პროექტების თანადაფინანსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  843.8 ათასი ლარი დაიხარჯება.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მავნებელი მწერის - „აზიური ფაროსანას“ წინააღმდეგ ღონისძიებების გასატარებლად  1 მილიონ 422 ათას ლარამდე გამოიყო. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტში 14 ათას 213 ჰექტარი თხილის ფართობის დამუშავება იგეგმება.

2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 19 მილიონ 765,6 ათასი ლარისა, 24 მილიონ 124,8 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა.


Print