რეგიონი
"აღმოაჩინეთ მეტი სამეგრელოში" - რეგიონს ტუროპერატორები ეცნობიან (ვიდეო)
ზუგდიდის ტექნოპარკში მხარის გუბერნატორი ლევან შონია 20-მდე მსხვილი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. მანამდე სტუმრებმა ის ადგილები დაათვალიერეს, რომლებიც აქამდე მათთვის უცნობი იყო. ღონისძიება პროექტის "აღმოაჩინეთ მეტი სამეგრელოში" ფარგლებში გაიმართა.

,,ტურ-ოპერატორები ნანახით აღფრთოვანებულები დარჩნენ. აღნიშნული პროექტი მათ ახალი ტურისტული ობიექტებისა და მარშრუტების შემუშავებასა და პოპულარიზაციაში დაეხმარება", - აღნიშნა სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ.

ტუროპერატორებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ტური მოიცავს მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტებს და ემსახურება აქ არსებული და ნაკლებად ცნობილი უნიკალური ბუნებისა და კუტურის ძეგლების, მეგრული სამზარეულოსა და აგროტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას. ასევე, დაგეგმილია ტურისტული ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა.

"აღმოაჩინეთ მეტი სამეგრელოში" სამხარეო ადმინისტრაციისა და USAID-ის პროგრამა ზრდა-ს ერთობლივი პროექტია.

Print