რეგიონი
სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გაეცნო (ვიდეო)
ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სტიქიამ ქალაქ ჯვარში 5 მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. დაზიანებულია 40-მდე კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი, ადმინისტრაციულ ერთეულებში, მუჟავაში, ჭალეში, ჩქვალერში, ფოცხოეწერსა და ლიაში. ასევე, ძლიერმა ქარმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეებიც და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ადგილზე გაეცნო. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის გზები დაზიანებული ხეებისგან მოსუფთავდა, წაქცეული ხეები იჭრება ეზოებსა და პარკებში. სტიქიის გამო წალენჯიხის მუნიციპალტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზარალი, თუმცა აღდგენით სამუშაოებს ხვალ დილიდანვე დავიწყებთ, მანადე, დღესვე მოხდება დაზიანებული სახურავების დროებითი გადახურავა. სოფელ ჭალეში დაზიანებულია სკოლა, ვესაუბრეთ განათლების სამინისტროს და ხვალიდანვე დაიწყებენ დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციას. გვაქვს აქტიური კავშირი „ენერგო პრო ჯორჯიასთან“ და ყველა დაზაიანებულ ადგილებზე მათი ბრიგადები მუშაობენ, თავიდანვე გათიშული იყო 9 ათასამდე აბონენტი, თუმცა ამჟამად დარჩენილია 4 ათასი აბონენტი, რომელებსაც დღის ბოლომდე ელექტრომომარაგება აღუდგებათ. კომისია მივიდა ყველა დაზარალებულ სახლში, გადავიღეთ, დავითვალეთ ზარალი და კერძო სახლების შემთხვევაში სამშენებლო მასალით დავეხმარებით,“ - აღნიშნა საგანგებო შტაბის სხდომაზე გუბერნატორმა ლევან შონიამ.

საგანგებო შტაბის სხდომას გუბერნატორის მოადგილე, წალენჯიხის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე ადმინისტრაციული ერთულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამავე თემაზე:
ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა

Print