რეგიონი
ზუგდიდში ამერიკის დღეები - 2017 გაიმართება
აშშ და საქართველო თანამშრომლობის 25 წელს აღნიშნავს. ზუგდიდში ამერიკის დღეები დღეს 15 საათზე გაიხსნება. ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება:

24 აპრილი, 15:00-16:00 ამერიკის დღეების გახსნა - მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე

16:00-18:00 უილიამ ოზგმუდ ფილდის ფოტოგამოფენა, გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია - ზუგდიდის სამხატვრო გალერეა

25 აპრილი, 15:00-16:00 კონფერენცია- დემოკრატიის განვითარება აშშ-საქართველოს ისტორიის კონტექსტში - ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა

26 აპრილი, 11:00-13:00 ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმების ჩვენება - შ.მესხიას სახელობის უნივერსიტეტი

16:00-18:00 წარმატებული ქართველი ინოვატორები და მეწარმეები ამერიკაში, ჩართვა აშშ-დან - ზუგდიდის ტექნოპარკი

27 აპრილი, 14:00 – 18:00 საინფორმაციო გამოფენა -  სამხატვრო გალერეა

ქუჩის აქტივობები - ზუგდიდის ბულვარი

14:30 – 16:00  პრეზენტაცია - უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები ამერიკის შეერთებულ შტატებში -
ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლა

28 აპრილი,
15:00 – 18:00 ამერიკის დღეების დახურვა - ფილმების ჩვენება - მე-4 სკოლა

15:00 – 19:30 კონცერტი, მასში მონაწილეობენ: შოთა ადამაშვილი, ლიზი მებონია და მარიამ ღულათავა, ზუგდიდის ამერიკის კუთხის წევრები -

ცენტრალური პარკი (ცუდი ამინდის შემთხვევაში კონცერტი ჩატარდება მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში)


Print