რეგიონი
ფოტოგამოფენა და ფილმის პრეზენტაცია ზუგდიდში
ზუგდიდის არტ-გალერეაში უილიამ ოზგმუდ ფილდის ფოტოგამოფენა და გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების რეგიონული უშიშროების ატაშე პიტერ სიდი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. გამოფენა ამერიკის დღეების ფარგლებში ჩატარდა.

რეჟისორის თქმით, ფილმზე მუშაობა მოპოვებული არქივის, ფოტოებისა და საინტერესო ჩანაწერების საფუძველზე 2008 წლიდან დაიწყო.

„ფილდი ზუგდიდშიც მოგზაურობდა და ამ ქალაქზეც საინტერესო მასალები აქვს. ის იმედოვნებდა, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუყობდა ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობას, რაც გამართლდა კიდეც“, - აღნიშნა მრევლიშვილმა.

აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა გამოფენილი ფოტოების მნიშვნელობასა და ფილდის მოღვაწეობაზე ისაუბრა.

ცნობისთვის, ამერიკის დღეები დღეს მოსწავლე-ახალგზარდობის სასახლეში გაიხსნა და 28 აპრილის დასრულდება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ამერიკის დღეები გაიხსნა (ვიდეო)

ზუგდიდში ამერიკის დღეები - 2017 გაიმართება
Print