რეგიონი
დაკავებული როგავების ოჯახი სუს-ის წარმომადგენელს შეხვდა
რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მამა-შვილი როგავების ოჯახის წევრები ენგურის ხიდზე სუს-ის წარმომადგენელს კახაბერ ქემოკლიძეს შეხვდნენ. მათი თქმით, თუკი ქართული დელეგაცია საიმედო ინფორმაციას არ მიაწვდის, აქციებს დაიწყებენ. ისინი ამბობენ, რომ დაკავების დღიდან ოჯახის წევრების შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ.

ქემოკლიძე როგავების ოჯახს დაჰპირდა, რომ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში სამუშაო შეხვედრაზე მათი გათავისუფლების საკითხზეც ისაუბრებენ. მისივე ცნობით, მხარეები ასევე იმსჯელებენ გიგა ოთხოზორიას მკვლელობისა და ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მოსახლეობის მიერ სამეურნეო მიწების უსაფრთხო დამუშავების თემაზე.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არჩიკო და პაატა როგავები 5 აპრილს დააკავეს.

ამავე თემაზე:

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახი დახმარების მოლოდინში (ვიდეო)

გამაფრთხილებელი აქცია ენგურის ხიდზე (ვიდეო)

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახის წევრები აქციებს იწყებენ

რიყეში დაკავებულების ოჯახი საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს (ვიდეო)

რიყეში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ (ვიდეო)

Print