რეგიონი
რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახი ხვალიდან აქციებს იწყებს (ვიდეო)
გალში ინციდენტებისა პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე დაკავებულ მამა-შვილთან დაკავშირებით ისაუბრეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სუს-ის წარმომადგენელმა კახაბერ ქემოკლიძემ განუცხადა. მისი თქმით, დე-ფაქტო ხელისუფლება როგავებს საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ხოლო პაატა როგავას დაკავებისას საოკუპაციო ჯარის წარმომადგლენლის მიმართ ძალის გამოყენებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც ედავება. მამა-შვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

მათი მტკიცებით, დაკავებულები სოხუმის ე.წ. წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ხელისუფლება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს მაქსიმუმს, რათა ეს ადამიანები გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრობიდან“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.

ქემოკლიძეს ენგურის ხიდზე დახვდნენ როგავების ოჯახის წევრები. მათ დე-ფაქტო ხელისუფლების ბრალდებების არ სჯერათ და ხვალიდან აქციებს გეგმავენ.

ხვალიდან ბავშვებთან, ნათესავებთან ერთად გამოვალ, აქ დავდგებით და გზას გადავკეტავთ. ჩვენ მეტი გზა არ დაგვრჩენია“, - თქვა პაატა როგავას დამ თინათინ როგავამ.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არჩიკო და პაატა როგავები 5 აპრილს დააკავეს.

ამავე თემაზე:

რიყეში დაკავებულ მამა-შვილს 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახი დახმარების მოლოდინში (ვიდეო)

რიყეში დაკავებულების ოჯახი საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს (ვიდეო)

რიყეში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ (ვიდეო)
Print