რეგიონი
როგავების ოჯახის წევრი სამართალდამცავებმა ენგურის ხიდზე დააკავეს (ვიდეო)
რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მამა-შვილის ოჯახის წევრი, პაატა როგავას ერთ-ერთი და დარეჯან როგავა სამართლამდაცავებმა ენგურის ხიდზე დააკავეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც როგავების ოჯახის წევრები და ახლობლები ენგურის ხიდის გადაკეტვას ცდილობდნენ, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციელებმა როგავა ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, თუმცა მისი ტერიტორიიდან გაყვანის საშუალებას ოჯახის წევრები არ აძლევდნენ, რომლებიც სავალ გზაზე დაწვნენ. ისინი სამართალდამცავებმა ასევე ძალის გამოყენებით ააყენეს და დაკავებული გაიყვანეს.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არჩიკო და პაატა როგავები 5 აპრილს დააკავეს. სუს-ის წარმომადგენლის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, დე-ფაქტო ხელისუფლება როგავებს საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ხოლო პაატა როგავას დაკავებისას საოკუპაციო ჯარის წარმომადგლენლის მიმართ ძალის გამოყენებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც ედავება. მამა-შვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

ამავე თემაზე: 

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახი ხვალიდან აქციებს იწყებს (ვიდეო)

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახი დახმარების მოლოდინში (ვიდეო)

რიყეში დაკავებულების ოჯახი საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს (ვიდეო)

რიყეში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ (ვიდეო)

Print