რეგიონი
გიორგი თოდუას გადაყენების მოთხოვნით საკრებულოს ოთხმა დეპუტატმა მიმართა
ქალაქ ზუგდიდის საკურებულოს თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა კახა ფარცვანიამ, თაზო ფაცაციამ და კარლო ღადუამ თოდუას გადაყენების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას კითხვაზე, რა გახდა ამ ინიციატივის მიზეზი, შეროზიამ უპასუხა, რომ მათ შორის მუშაობის პროცესში იდეოლოგიური განსხვავება იყო.

კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი თქვეს „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრებმა და თავად გიორგი თოდუამ.

ცნობისთვის, გიორგი თოდუა დაკავებული თანამდებობიდან მისი გადაყენების სავარაუდო მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს და მედიისთვის კომენტარს მოგვიანებით გეგმავს. 

ამავე თემაზე:

გიორგი თოდუა მის შესაძლო გადაყენებაზე: ეტყობა, ვიღაცის გემოვნებაში არ ვჯდები
Print