რეგიონი
გიორგი თოდუა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადააყენეს
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნულ საკითხს მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგ წავიდა.

კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი თქვეს თოდუას თანაგუნდელებმა, ყოფილი "რესპუბლიკელებისგან" დაკომპლექტებული ფრაქცია „ზუგდიდის“ წევრებმა თენგიზ ქოჩუამ, ნიკოლოზ ზარქუამ და თავად გიორგი თოდუამ.

კენჭისყრას არ დასწრებიან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ანი წითლიძე და ლევან კონჯარია.

საკითხი დღის წესრიგში საკრებულოს რამდენიმე წევრის ნატალია შეროზიას, კახა ფარცვანიას, თაზო ფაცაციასა და კარლო ღადუას განცხადების საფუძველზე შევიდა.

ცნობისთვის, გიორგი თოდუა დაკავებული თანამდებობიდან მისი გადაყენების სავარაუდო მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს და მედიისთვის კომენტარს მოგვიანებით გეგმავს.

ამავე თემაზე:

გიორგი თოდუას გადაყენების მოთხოვნით საკრებულოს ოთხმა დეპუტატმა მიმართა 

გიორგი თოდუა მის შესაძლო გადაყენებაზე: ეტყობა, ვიღაცის გემოვნებაში არ ვჯდები
Print