რეგიონი
გიორგი თოდუა დეპუტატებს: დამშვიდდით, მეგობრებად ვრჩებით, ახლა კი მიიღეთ გადაწყვეტილება (ვიდეო)
საკრებულოს თავმჯდომარის უკვე ყოფილმა მოადგილემ გიორგი თოდუამ დეპუატატებს კენჭისყრამდე სიტყვით მიმართა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მან იცის, თუ ვინ მიიღო მისი გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება და დეპუტატებს სანერვიულო არაფერი აქვთ, ისინი მეგობრებად რჩებიან.

„ყველას ძალიან კარგად გიცნობთ და ვიცი, რომ ეს თქვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ვიცი, რომ ეს არ გინდათ, ჩემო მეგობრებო, არ ინერვიულოთ, მე ვიცი, რომ ეს არის ორი ადამიანის ახირება. ცხოვრება გრძელდება, მითუმეტეს - პოლიტიკური, ახლა გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება“, - აღნიშნა გიორგი თოდუამ.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნულ საკითხს მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგ წავიდა.

ამავე თემაზე:

გიორგი თოდუა: დავაზუსტებ და მერე აუცილებლად ვისაუბრებ რა შავბნელი საქმეებისთვის ემზადებიან (ვიდეო)

გიორგი თოდუა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადააყენეს 

გიორგი თოდუას გადაყენების მოთხოვნით საკრებულოს ოთხმა დეპუტატმა მიმართა 

გიორგი თოდუა მის შესაძლო გადაყენებაზე: ეტყობა, ვიღაცის გემოვნებაში არ ვჯდები




Print