სპორტი
ს.კ. „ზუგდიდის“ ვიცე-პრეზიდენტად ზაზა ჯანაშია ინიშნება (ვიდეო)
ზაზა ჯანაშია ბაიას საფეხბურთო ბაზაზე საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ წარმომადგენლებსა და ფეხბურთელებს შეხვდა. კლუბის ინფორმაციით, ჯანაშია ამ ეტაპზე თანამდებობაზე ფორმალურად არის წარდგენილი, ოფიციალურად კი ლიგის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ივნისში დაინიშნება.

თავად ზაზა ჯანაშიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თანამდებობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შესთავაზეს.

შემოთავაზება მივიღე მერიისგან, კონკრეტულად, ირაკლისგან... ერთად ვიმუშავებთ და გამოგვივა ნელ-ნელა ყველაფერი“, - აღნიშნა ჯანაშიამ.
მისივე განმარტებით, ზუგდიდს უნდა ჰყავდეს კარგი გუნდი, რადგან ამისთვის შესაბამისი პოტენციალი არსებობს.

აღნიშნულ თანამდებობას ლევან გულორდავა იკავებდა. 

ს.კ. "ზუგდიდი", ჯერჯერობით, ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ადგილზეა.

ამავე თემაზე:

ს.კ. „ზუგდიდი“ კვლავ მუნიციპალურ საკუთრებაშია (ვიდეო)

ს.კ. "ზუგდიდს" ახალი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს

კლუბ "ზუგდიდის" 51 % უკრაინელმა ინვესტორმა იყიდა


Print