რეგიონი
სოხუმი და იტალიის ქალაქი ბარი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ
იტალიაში დე ფაქტო აფხაზეთის სავაჭრო - სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა ოფიციალურად დარეგისტრირდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, მისი გახსნის ცერემონია სოხუმის ე.წ მერის იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან განზრახვების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერას დაემთხვა. აღნიშნულ პროტოკოლს იტალიის ქალაქ ბარიში დე ფაქტო აფხაზეთის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაციის დროს ხელი ასოციაცია „ევროპა - აფხაზიამ“ მოაწერა. ამავე ცნობით, მხარეებმა კულტურის, მეცნიერების, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში, მეგობრული ურთიერთობების, გამოცდილების გაცვლის და თანამშრომლობის შესახებ მოილაპარაკეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოხუმის ე.წ მერის იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან განზრახვების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნული ფაქტი შესახებ დაუწყებულია, როგორც საქართველოში იტალიის საელჩო, ასევე საქართველოს საელჩო იტალიაში.

”მოხდება ფაქტის შესწავლა. იტალიის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ყველასთვის ცნობილია”, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.



Print