რეგიონი
ნარკოტიკის მოხმარების ბრალდებით დაკავებული საკრებულოს აპარატის უფროსი გაათავისუფლეს
წუხელ გვიან ღამით, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანილი ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გრიგოლ მიქავამ ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ის გაუშვეს.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა  ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ძმაც, რომელიც ვითარების განეიტრალებას შეეცადა, თუმცა მიქავა შემოწმებაზე მაინც გადაიყვანეს.

საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს მეორე პირი ლევან ხვიტიაც. ოჯახის წევრების თქმით, სამართალდამცავებმა ხვიტიას საცხოვრებელ სახლში ორდერის გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა. ადვოკატის ცნობით, ხვიტიას მარიხუანას მოხმარება დაუდგინდა.  ადგილზე მყოფი პოლიციელების მტკიცებით კი, ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერება.

შს სამინიტრო, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს.



Print