რეგიონი
აფხაზეთში კოლხური ბზის გადარჩენის პროგრამა ამოქმედდება
აფხაზეთში კოლხური ბზის აღორძინების ხელშემწყობი პროგრამა იწყება, რომელსაც ეკოლოგიური ორგანიზაცია "აფსაბარა“ ახორციელებს.   მისი წევრების განმარტებით, ამ დროისათვის უკვე მომზადდა მიწის ნაკვეთი გუდაუთის რაიონში, სადაც ეკოლოგები კოლხური ბზის გაშენებას გეგმავენ.

მათი ცნობით, ორწლიანი დაკვირვების შემდეგ, აქ მოყვანილ ნერგებს ღია გრუნტში და იმ ადგილებში გადარგავენ, სადაც ადრე ბზა ხარობდა.

დე ფაქტო აფხაზეთის ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის კომიტეტის ხელმძღვანელის რომან დბარის განცხადებით, უკვე შემუშავდა ბზის ხელოვნურად გაშენების ინსტრუქციები.

კოლხური ბზის აღორძინება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება ხორციელდება.ადგილობრივი მედიის ცნობით, ორი წლის განმავლობაშის აფხაზეთში კოლხური ბზის 70% - ზე მეტი მავნე მწერმა ფაროსანმა კუსებურამ დააზიანა. მასთან ბრძოლის მიზნით 2017 წლის „რესპუბლიკური ბიუჯეტიდან“ 8 მილიონი რუბლი გამოიყო.


Print