რეგიონი
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდა
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" სასტუმრო "პალმ ბიჩის" შენობაში საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი გახსნა. ის მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდის პორტის მშენებლობასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ცენტრი უკვე მოქმედებს და ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროექტის საწყისი ეტაპიდანვე მოსახლეობას ყოველთვის ჰქონდეს შესაძლებლობა, მარტივად მიიღოს ინფორმაცია პროექტის განხორციელების თაობაზე, მის სხვადასხვა ეტაპებზე, სამუშაოებზე, განვითარებასა თუ ნებისმიერ თემაზ, რაც ანაკლიის ნავსადგურს უკავშირდება. ასევე ჩვენთვის საინტერესოა, მოვისმინოთ მოსახლობის მოსაზრებები პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამიტომაც საინფორმაციო ცენტრი ორმხრივი კომუნიკაციის საშუალება იქნება", - განაცხადა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა, თამარ ზაქარიაძემ.

ანაკლიის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 10:00-დან 16:00-მდე.

ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება. პროცესი სულ 9 ფაზას მოიცავს. პორტის გამტარუნარიანობა, რომელიც 400 ჰექტარ ფართობზე შენდება, წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.


Print