რეგიონი
ლევან პაპავა მიქავაზე: დაკავებულს სახალხო დამცველის საქმეში ჩართვა არ სურს (ვიდეო)
სახალხო დამცველის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში ლევან პაპავა დაკავებულ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსს შეხვდა. პაპავას ინფორმაციით, მიქავა ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან მის მიმართ არავითარი ზეწოლა არ ყოფილა.

„დაკავებულს, ჯერჯერობით, სახალხო დამცველის აპარატის მანდატის ფარგლებში აღნიშნული საქმის შესწავლის ინტერესი არ აქვს. რაც შეეხება ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარის თქმას, ის განმარტავს, რომ ამის უფლება აქვს“, - აღნიშნა პაპავამ.

სახალხო დამცველის აპარტის რეგიონული დეპარტამენტის უფროსის თქმით, ამ ეტაპზე ისინი წყვეტენ საქმეზე მუშაობას, თუმცა, თუკი მიქავა მიმართავს მათ, აპარატი საქმის წარმოებას განაგრძობს.


გრიგოლ მიქავას მეორედ დაკავებიდან 12 საათი ამ წუთებში სრულდება. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამნტის შენობასთან მას ოჯახის წევრები, საკრებულოს თანამშრომლები და მეგობრები ელოდებიან. 

ცნობისთვის, გრიგოლ მიქავა წუხელ გვიან ღამით 45-ე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების მუხლით დააკავეს და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს, თუმცა მან ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ის გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე:

საკრებულოს აპარატის უფროსი დღეს ხელახლა დააკავეს

ნარკოტიკის მოხმარების ბრალდებით დაკავებული საკრებულოს აპარატის უფროსი გაათავისუფლეს
Print