რეგიონი
საკრებულოს აპარატის უფროსი ისევ გაათავისუფლეს (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა, რომელიც გასული 24 საათის განმავლობაში ორჯერ დააკავეს, ისევ გაათავისუფლეს. მან ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე ამჯერადაც უარი თქვა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა, კანონის შესაბამისად, 12 საათის შემდეგ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შენობიდან გაათავისუფლეს.

მიქავამ ჟურნალიტებთან კომენტარი არ გააკეთა. მას გარეთ საკრებულოს თანამშომლები, ოჯახის წევრები და მეგობრები ელოდნენ. მანქანებში ჩასხდომის შემდეგ კი ისინი სწრაფად ჯერ ერთი, შემდეგ კი სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ.

ცნობისთვის, გრიგოლ მიქავა წუხელ გვიან ღამით ნარკოტიკული საშუალების მოხმარების (45-ე) მუხლით დააკავეს და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს, თუმცა მან ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ის გაათავისუფლეს.


ამავე თემაზე:

ლევან პაპავა მიქავაზე: დაკავებულ სახალხო დამცველის საქმეში ჩართვა არ სურს (ვიდეო)

საკრებულოს აპარატის უფროსი დღეს ხელახლა დააკავეს

ნარკოტიკის მოხმარების ბრალდებით დაკავებული საკრებულოს აპარატის უფროსი გაათავისუფლეს
Print