რეგიონი
ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და მოხმარების ბრალდებით დაკავებული ხვიტია გაათავისუფლეს
ლევან ხვიტია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, სასამართლო პროცესის დაწყებას სახლში დაელოდება - ამის შესახებ რადიო "ათინათს" შს სამინისტრომ განუცხადა. უწყების ცნობით, 260-ე მუხლი, რომლითაც საქმე იყო აღძრული, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა. ამის მიზეზი კი, შსს-ს ცნობით, ხვიტიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკისას აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალებების მცირე რაოდენობაა. 273-ე მუხლი პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვას ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებას ითვალისწინებს.

ლევან ხვიტიას წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლითაცაა აღძრული, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ მოხმარებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტესტის გავლის შემდეგ მას სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა.

ცნობისთვის, ლევან ხვიტია სამართალდამცავებმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს.ოჯახის წევრების თქმით, სამართალდამცავებმა ხვიტიას საცხოვრებელ სახლში ორდერის გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა. პოლიციის მტკიცებით ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერება.

ამავე თემაზე:

ნარკოტიკის მოხმარების ბრალდებით დაკავებული საკრებულოს აპარატის უფროსი გაათავისუფლეს
Print