რეგიონი
გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას გამოაცხადებს (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე მოსმენები დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე ბოლო მოწმე, საკონკურსო-საატესტაციო კომისის წევრი ბაკურ კვეტენაძე დაიკითხა. ის საჯარო მოხელეების დაკავებული თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ კომისიამ კონკურსი ობიექტურად და ყველა შესაბამისი კანონის დაცვით, გამჭვირვალედ ჩაატარა.

რაც შეეხება კონკურსზე საიას დასწრებას, თანამშრომლების ნაწილი აღნიშნავდა, რომ მძიმე ემოციურ ფონზე უცხო პირების ატესტაციაზე დასწრება კიდევ უფრო დაძაბულ ვითარებას შექმნიდა. გარდა ამისა, შესაძლებელი იყო, მსგავსი სურვილი სხვა არასამთავრობოებსაც გამოეთქვათ“, - აღნიშნა სხდომაზე კვეტენაძემ.

დღვანდელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის იურისტებმა წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგინეს, მათ შორის, იმჟამად თანამდებობეზე მყოფი, ამ ეტაპზე კი გათავისუფლებულების დახასიათებები, რომლებიც ატესტაციამდე მცირე ხნით ადრეა დაწერილი და მათ ხელს გამგებლის მოადგილე აწერს. დახასიათებებში, საიას მტკიცებით,  წერია, რომ აღნიშნული პირები აკმაყოფილებენ დაკავებული თანამდებობის შესაბამის მოთხოვნებს.

საიას ადვოკატები მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებენ და ამბობენ, რომ ყოფილი საჯარო მოხელეების მიმართ მსგავსი გადაწყვეტილება არაპირდაპირი დისკრიმინაციაა.


გათავისუფლებულების საქმეზე მოსამართლე ლაურა მიქავა სარეზოლუციო ნაწილს 11 მაისს გამოაცხადებს.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის 8 წარმომადგენელი დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. სოფლის ყოფილი გამგებლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს.

ამავე თემაზე:

გამგებლის ყოფილი მოადგილე: ატესტაციის ჩატარებას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა (ვიდეო)

ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ (ვიდეო)

ზუგდიდში გათავისუფლებული გამგებლები დეპუტატს ზეწოლაში ადანაშაულებენ

ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე საკრებულოს თავმჯდომარეს 2 საათი კითხავდნენ (ვიდეო)

ყოფილი საჯარო მოხელეების 8 საათიანი სასამართლო სხდომა განაჩენის გარეშე დასრულდა (ვიდეო)




Print