რეგიონი
ქალაქის საკრებულოში ჯანდაცვის კომისიას ვახტანგ გოგილავა უხელმძღვანელებს (ვიდეო)

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ვახტანგ გოგილავა

ხმათა უმრავლესობით 9-2-ის წინააღმდეგ აირჩიეს. მისი არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც თაზო ფაცაცია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა. გოგილავამ დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარებაში დღეიდან აქტიურად ჩაერთვება.

„უდიდესი პასუხისმგებლობაა ეს თანამდებობა. ჩემთვის ცნობილია ის პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს და ვეცდები მის მოგვარებას “
, - აღნიშნა გოგილავამ.

გარდა ამისა, ცვლილებებია სხვადასხვა კომისიაში. დეპუტატების კომისიებში გადანაცვლებას და დამატებას ოპოზიციური პარტიის წევრები უარყოფითად აფასებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები კომისიებში უმცირესობაში იყვნენ და ცვლილება სწორედ აქედან გამომდინარე განხორციელდა.

იურიდიულ და სამანდატო კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ სარიას თქმით, ეს ჩვეულებრივი პროცესია და ამ გადანაწილებით ზოგიერთი კომისიის შემადგენლობა შეივსო.

 



 

Print