რეგიონი
თენგო ჯგუშია: ბესიკ ჯგუშია მოკლეს
ზუგდიდში თამბაქოს საწყობის აფეთქების შედეგად დაღუპულის მეგობრის თენგიზ ჯგუშიას მტკიცებით, აფეთქება წინასწარ იყო დაგეგმილი. „ბესიკ ჯგუშია მოკლეს. ეს ნამდვილად ვიცი. ეს უკავშირდება ჩვენს ძმობას. ის იყო სიმართლისთვის მებრძოლი და ფსევდონიმით პოსტავდა სოციალურ ქსელში, რომ მისი ოჯახისთვის ლუკმა არ წაერთმიათ“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ თენგიზ ჯგუშიამ.

ამ ეტაპზე ჯგუშია დამატებით კითხვებს არ პასუხობს და ამბობს, რომ დეტალებზე რამდენიმე დღეში ისაუბრებს.

სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია 2014 წლამდე, სანამ თვითმმართველობის არჩევნებში ჩაერთვებოდა, სამეგრელოს მხარეში შპს "ელიზის", თამბაქოს დისტრიბუტორი კომპანიის წარმომადგენელი იყო. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომლის საწყობიც წუხელ აფეთქდა.

შს სამინისტროს ცნობით, აფეთქების ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა აღძრული, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში თამბაქოს საწყობის აფეთქების საქმის გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო 

აფეთქების ადგილას ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს 

ხანძრის გაჩენის ადგილას, სავარაუდოდ, ერთ ადამიანს ეძებენ

ხანძრის ადგილზე სპეც-ტექნიკა და მაშველები ერთდროულად მუშაობენ

დგებუაძის ქუჩაზე საწყობები იწვის (ვიდეო - ფოტო)
Print