რეგიონი
სოხუმი: აფხაზეთში დღესდღეობით 35 ვეტერანია
დღეს სოხუმში ფაშიზმზე გამარჯვების 72 - ე წელი აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, ქალაქის სანაპიროზე უცნობი ჯარისკაცის ძეგლი ყვავილებით შეამკეს, ხოლო მოგვიანებით, მიტინგი გაიმართა. დაღუპულთა ხსოვნას, მოჰაჯირების სანაპიროზე, პირველებმა პატივი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა მიაგეს.

საზეიმო ცერემონიის შემდეგ და ფაქტო რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამმართველოს სამხედრო დანაყოფებმა, ასევე აქციის «უკვდავი პოლკის“ მონაწილეებმა მარში გამართეს.

აფხაზური მედიის ცნობით, დღესდღეობით აფხაზეთში 35 ვეტერანია.
Print