რეგიონი
გამგეობა: სვანეთის გზებზე მოძრაობა საშიშია
ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია, თუმცა ღვარცოფებისა და ქვის ცვენის საშიშროება რჩება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მესტიის გამგებლის მოადგილემ ნელი ნავერიანმა განუცხადა. მოძრაობა ყველა სახის ავტომობილისთვის აკრძალულია კალა-უშგულის გზაზე. ნავერიანის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი ჩაკეტილია და გაწმენდითი სამუშაოები ამ დროისთვის ვერ ხორციელდება, რადგან ადგილზე მისვლა შეუძლებელია.

ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებულია მდინარეები და ღელეები, პრობლემა აქვს თითქმის ყველა სოფელს. ყველგან გვაქვს კავშირი და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ გზების გაწმენდას, როგორც შეგვიძლია, თუმცა ამ ყველაფერს უამინდობა უშლის ხელს“, - თქვა ნავერიანმა.

ცნობისთვის, უამინდობამ სვანეთში პრობლემები წუხელ შექმნა, ადიდებულია მდინარეები და გზების რამდენიმე მონაკვეთზე ქვის ცვენა დაფიქსირდა. დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა დილიდან შეიზღუდა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
Print