რეგიონი
აფხაზეთში „შიდა პასპორტების“ მოქმედების ვადა15 მაისამდე გაგრძელდა
14 მაისს დე ფაქტო აფხაზეთში მე-17 გუდაუთის ოლქში ხელახალი არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, „მინისტრთა კაბინეტმა“ დაადგინა, რომ აფხაზეთში 2005 წელს გაცემული შიდა პასპორტების მოქმედების ვადა 15 მაისამდე გაგრძელდება, „რათა მოქალაქეებმა შეუფერხებლად შეძლონ ხმის მიცემა“. შესაბამის დადგენილებას „მთავრობის ხელმძღვანელმა“ ბესლან ბარციცმა მოაწერა ხელი.

დე ფაქტო აფხაზეთში მეექვსე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები - 12 მარტს, ხოლო მეორე ტური 22 ოლქში 26 მარტს გაიმართა.

ცნობისთვის, აფხაზეთის პარლამენტში 35 სადეპუტატო ადგილისთვის 137 კანდიდატი იბრძოდა. მათგან 113 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა, ხოლო 24 – პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს. გამარჯვებულ კანდიდატებს შორის იყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი.


Print