რეგიონი
სოხუმი: აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის გადაკვეთა საგრძნობლად გამარტივდება
"რუსულ - აფხაზური" საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით ტურისტული სეზონის პიკზე პრობლემები არ შეიქმნება. ამის შესახებ შესაბამისი უწყებებისა და სამსახურების წარმომადგენლებმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

დე ფაქტო რესპუბლიკის საკონსულო დაპარტამენტის წარმომადგენლის ლაშა ავიძბას თქმით, "აფხაზეთ-რუსუთის საზღვრის გადაკვეთა საგრძნობლად გამარტივდება, რადგან საკონტროლო - გამშვებ პუნქტთან საკონსულო განყოფილება გაიხსნება, სადაც ტურისტები ვიზებს მიიღებენ".

"იმ ქვეყნების მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც სავიზო რეჟიმს ექვემდებარებიან, 7 და 8 ათას ადამიანს, ანუ ტურისტების საერთო რაოდენობის 1% შეადგენს. ვიზები 2-3 წუთში ფორმდება",
– განმარტა ავიძბამ.

საგარეო უწყების წარმომადგენელმა კან ტანიამ დააზუსტა, რომ "სავიზო რეჟიმი არ ვრცელდება იმ ქვეყნებზე, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთი, ასევე ყაზახეთისა და ბელორუსის მოქალაქეებზე. მათ რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2 კვირის განმავლობაში შეუძლიათ დარჩენა".

თავის მხრივ, "სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მასუსტ შამბამ განაცხადა, რომ "ფსოუს" საკონტროლო - გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა დღე - ღამეში 28 - 45 ათას ადამიანს და 2000 ერთეულ ავტოტრანპორტს შეადგენს".

ამავე ცნობით, "ახალი კანონმდებლობის თანახმად, სამუშაო ვიზების გაცემა 2017 წლის 22 მარტს დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში 1 250 სამუშაო ვიზა გაიცა. ერთთვიანი ტურისტული ვიზის ღირებულება 350 რუბლს შეადგენს, ხოლო 6 თვიანის – 700 რუბლს".

Print